გიორგი გახარია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

პარასკევი, 29 დეკემბერი, 2017 - 22:51

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა სტუმრებს მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, ასევე, სამინისტროს გამოწვევები და მიზნები გააცნო.

გიორგი გახარიას განცხადებით, უწყებაში რეფორმების წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელია საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობა და მხარდაჭერა. შეხვედრაზე, ასევე, ხაზგასმით აღინიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ღიაა არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობისთვის, კრიტიკის, მოსაზრებებისა და წინადადებებისთვის, რაც ხელს შეუწყობს სამართალდამცავი სტრუქტურის ეფექტიანობის, გამჭვირვალობის ამაღლებასა და საზოგადოების საჭიროებებზე მეტად ორიენტირებულობას.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან შეკითხვები დაისვა აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის, საპოლიციო კონტროლის, ადამიანის უფლებების დაცვის და ნარკოპოლიტიკის შესახებ, აგრეთვე, სხვა მნიშვნელოვან თემებზე.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად ითანამშრომლებენ მიმდინარე საკითხებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6