ცესკომ ვლადიმერ პუტინს საარჩევნო კამპანიის დაწყების უფლება მისცა

ხუთშაბათი, 28 დეკემბერი, 2017 - 16:43

რუსეთის ფედერაციის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ფარგლებში,  მოქმედ პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს საარჩევნო კამპანიის დაწყების უფლება მისცა.

დარეგისტრირებული ამომრჩეველთა ჯგუფი, რომელიც ვლადიმერ პუტინის კანდიდატურის მხარდასაჭერად შეიქმნა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საარჩევნო ფონდისთვის  სპეციალურ ანგარიშს გახსნის და ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს.

ვლადიმერ პუტინი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დოკუმენტების წარდგენას პირადად დაესწრო.

 ცესკო-ს განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობისა და პროცედურების დაწყების შესახებ სურვილი უკვე 50-ზე მეტმა კანდიდატმა  გამოთქვა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 2018 წლის 18 მარტს გაიმართება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.04
  • 3.39
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57