კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ წერილობით გააფრთხილა

ხუთშაბათი, 28 დეკემბერი, 2017 - 17:36

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში კომპანია „ასკანელის“ მაგარი სპირტიანი სასმელის „ასკანელი XO“ სარეკლამო რგოლი იყო განთავსებული.

კომისია აღნიშნავს, რომ მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა. კანონმდებლობით კი მაგარი სპირტიანი სასმელების რეკლამის გავრცელება რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით აკრძალულია. შესაბამისად, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამაუწყებლო ბადეში აღნიშნული სარეკლამო რგოლის განთავსებით, დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობა.

გამომდინარე იქიდან, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ მსგავსი დარღვევისთვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომისიამ მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59