პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი

ხუთშაბათი, 28 დეკემბერი, 2017 - 01:01

პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... ფორმალურად მესამე, რეალურად კი მეორე მმართველი, ანუ, მმართველადწოდებული უჩინარის შემდეგ. ამ ამბავზე არსებობს მაღალი თუ დიდი საჯარო ინტერესი... რატომ?.. სწორედ იმიტომ, რომ ეს პირი, ანუ, პრემიერი, მმართველია (მესამე, მეორე... მთავარი თუ მთავარის მონაცვლე, ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა). შესაბამისად, მისი ყველა ქმედება, რაც კი საზიანო ან სასარგებლო შეიძლება იყოს საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის, უნდა გაშუქდეს. მედია, რომელიც მის მხოლოდ პოზიტიურ სახეს აჩვენებს და ეთერში არ ანთავსებს ნეგატიურ კონტენტს, მედია არაა, რაც არ უნდა ახსნას ეს სუბიექტური საინფორმაციო პოლიტიკით ან ეთიკით... თუნდაც ესთეტიკით.

ახლა მეორე - პოეტი, რაც არ უნდა ბილწსიტყვაობდეს, არაა საჯარო მოხელე. შესაბამისად, ის არ მართავს ქვეყანას არც ერთ დონეზე. თუ ის იგინება, ეს არაა საჯარო ინტერესი. საჯარო ინტერესია სახელმწიფოს ქმედება მის მიმართ... მით უფრო, ძალადობა. შესაბამისად, მისი - პოეტის გინების კადრების გავრცელება, არ არის მედიის მისია... თუმცა, აქვს კი ამის ახსნას აზრი? - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59