იტალიაში ოჯახი ცხოვრობს, რომლის წევრებს ტკივილის შეგრძნება არ აქვთ

ორშაბათი, 25 დეკემბერი, 2017 - 20:56

52 წლის იტალიელი ქალბატონი, ისევე, როგორც მისი ოჯახის წევრები,  ტკივილს  არ იგრძნობენ.  გამოცემა Gizmodo-ის ცნობით, ლეტიცია მარსილი, იშვიათი გენეტიკური მუტაციის მატარებელია.

 სიენის უნივერსიტეტის პროფესორს ZFHX2 გენის მუტაცია, როგორც ჩანს, მისი მშობლებისგან გადაეცა, მისგან კი შვილებსა და შვილიშვილებს.

ლეტიცია მარსილიმ აღიარა, რომ ბავშვობაში ის ხშირად ღებულობდა მცირე დაზიანებებს, თუმცა  ტკივილს  თითქმის არ გრძნობდა.

იტალიური ოჯახის იშვიათი გენეტიკური მუტაციის შესახებ მეცნიერებმა სულ ახლახანს გაიგეს, როგორც აღმოჩნდა, პათოლოგიის  მიზეზი  ZFHX2-ს გენის მუტაციაა. მეცნიერებს  ჯერ კიდევ ვერ აუხსნიათ  ფენომენი, თუმცა სინდრომს  უჩვეულო ოჯახის პატივსაცემად მარსილის სინდრომი უწოდეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6