​საქართველოს პრეზიდენტმა კათოლიკეებს შობის დღესასწაული მიულოცა

ორშაბათი, 25 დეკემბერი, 2017 - 10:06

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  შობის დღესასწაული გრიგორიანული კალენდრით მოქმედი კონფესიების წარმომადგენლებს მიულოცა.

"ძვირფასო თანამოქალაქენო, გულითადად გილოცავთ შობას ყველას, ვინც დღეს ზეიმობთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. მაცხოვრის შობა ჩვენი თავისუფლებისა და განახლების მაუწყებელია. სხვათა თავისუფლებისათვის თავგანწირვა ქრისტეს ცხოვრების არსია. სწორედ ამ უზენაესი ზნეობრივი, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ფასეულობის ჩვენ ყოველდღიურობაში გასაძლიერებლად მომდევნო, 2018 წელი თავისუფლების წლად გამოვაცხადე. მჯერა, რომ ყველამ ერთად უნდა შევასხათ ხორცი თანამედროვე საქართველოს უმთავრესი შემოქმედის, ილია ჭავჭავაძის ხედვას თავისუფალი საქართველოსი, როგორც მშვიდობის-მყოფელი სავანის და სინდისის თავისუფლების ადგილისა ყველასათვის. ვუერთდები თქვენ სიხარულს. დაე, თავისუფლებისადმი რწმენის ამ დიდმა დღესასწაულმა სიყვარული და მშვიდობა მოიტანოს თქვენ ოჯახებსა და ჩვენ სამშობლოში", ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვის წერილში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.68
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.49
  • 1.58