ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს

, 24 დეკემბერი, 2017 - 15:03

ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? ეტყობა, თქვენ რომ არ გეხებიან, არ შეურაცხგყოფენ, არ გაბრალებენ კორუმპირებულობას, არ გიწყობენ საინფორმაციო ტერორს, არ გიგეგმავენ პროვოკაციებს, გგონიათ რომ ყველაფერი კარგადაა. თუ "ყველაფერი გავაკეთეთში" საკუთარი დაცულობა და ხელშეუხებლობა იგულისხმეთ! და ის, რომ სახელმწიფოს, ხელისუფლებას აბრალებენ პოლიტპატიმრების ყოლას, პოლიტიკურ დევნას და შევიწროებას, ცილს სწამებენ პრემიერმინისტრს, შეურაცხყოფენ და ლანძღავენ იმ ადამიანს, რომელმაც ნამდვილად უზრუნველყო (გარკვეული პერიოდით ) ქვეყნის დაცულობა ნაციონალური სისხლიანი რეჟიმისგან, საერთაშორისო დონეზე , გამოგონილი და მოდელირებული ქრონიკასავით დადგმული ფაქტებით ჩრდილს აყენებენ ქართულ სახელმწიფოს, გვემუქრებიან თბილისური მაიდანით, ავტომაიდანით, გადიან წვრთნებს და უამრავ ფულს ხარჯავენ არეულობის სამზადისში ეტყობა, თქვენ არ იცით! თუ იცით და სხვა ქვეყანაში ხართ!... ალბათ, სინგაპურში.... - წერს სოციალურ ქსელში ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59