საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა

ოთხშაბათი, 20 დეკემბერი, 2017 - 12:30

 საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება სრულიად ჩინეთის წარმომადგენელთა კრების საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის ვიცესპიკერ, მა პეიჰუასთან, საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის პრეზიდენტთან, შანხაის პროვინციისა და მუნიციპალიტეტის სახალხო კონგრესის ლიდერებთან.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან ირინე ფრუიძე, ირაკლი ბერაია და ირაკლი შიოლაშვილი.

„ჩვენი ვიზიტის მიზანია, ორმხრივი ურთიერთობების საპარლამენტო, პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გამყარება, რაც ბოლო დროს განსაკუთრებული დინამიკით გამოირჩევა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ჩინეთსა და საქართველოს შორის შეთანხმება სწორედ ამაზე მეტყველებს" - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

საპარლამენტო შეხვედრები პეკინში, ქსიანსა და შანხაიში ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.02
  • 3.36
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57