დღეს რეზო თაბუკაშვილის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოფენა გაიხსნება

ორშაბათი, 18 დეკემბერი, 2017 - 11:36

18 დეკემბერს, 18.00 მწერალთა სახლში  ქართველი მწერლის, დრამატურგისა და რეჟისორის რეზო თაბუკაშვილის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოფენა გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება რარიტეტული წიგნები და ვიტორიო სელას ფოტოები რეზო თაბუკაშვილის პირადი არქივიდან.

რეზო თაბუკაშვილი ავტორია რამდენიმე ფილმის სცენარის, მცირერიცხოვანი ლექსების და თორმეტი დოკუმენტური ფილმის, რომლებიც მის მეცნიერულ-კულტურულ კვლევებს ასახავს, მისი უშუალო მონაწილეობითა და ინიციატივით საქართველოს დაუბრუნდა საგანძურის უნიკალური ნივთები, იტალიელი ალპინისტისა და ფოტოგრაფის ვიტორიო სელას ფოტოარქივი, ფოტოფირები და უძველესი ხელნაწერები, ერეკლე II-ის წერილები ვენეციის გამგებლისადმი, თამარ და აკაკი პაპავების არქივი, სულხან-საბა ორბელიანის სამაჯური, ვანო ქიქოძის იარაღების უნიკალური კოლექცია, ქეთევან დედოფლის მოქსოვილი ფარდაგი, ასევე ნიკო ბურის რარიტეტები. 

რეზო თაბუკაშვილის დამსახურებაა კუნძულ ტექსელზე, ქართული ბატალიონის ამბოხების კვლევა და ამბოხებულების ზნეობრივი და იურიდიული რეაბილიტაცია; მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული ოთხმოცზე მეტი ჯარისკაცის საფლავის მოძიება. მან აღმოუჩინა და დაუბრუნა ქართველ ხალხს მიხეილ თამარაშვილის, მიხეილ თარხნიშვილის, გრიგოლ ფერაძის, პეტრე ხარისჭირაშვილის, და თამარ და აკაკი პაპავების, ვიტორია სელას და სხვათა სახელები.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59