საბრძოლო ხელოვნებების ფესტივალზე, 12 სახეობას შორის, ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია "შავფაროსნებმა " გაიმარჯვა

შაბათი, 16 დეკემბერი, 2017 - 20:14

საბრძოლო ხელოვნებების ფესტივალზე, სადაც 12 სახეობის ჩინური, ქართული, იპაონური, და სხვა აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნებები იყო წარმოდგენილი, ქართულმა საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „შავფაროსნებმა“ პირველი ადგილი მოიპოვა.

საბრძოლო ხელოვნებების ჩემპიონატი თბილისში ძიუდოს აკადემიაში გაიმართა, რომელსაც ეწსრებოდნენ, იაპონიისა და ჩინეთის ელჩები, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოწვეულ სტუმრებთან ერთად. ფესტივალის ფარლებში ასევე გაიმართა აბსოლუტური ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში და კლუბური ჩემპიონატის ფინალი კიო კუშინ კარატეში.

ჩემპიონატისა და ფესტივალის საერთო საპრიზო ფონდი 30 000 ლარს შეადგენდა. გამარჯვებულებს სოლიდური ოდენობის ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

საბრძოლო ხელოვნებების ჩემპიონატს თბილისმა უკვე მეოთხედ უმასპინძლა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6