ჯორჯ კლუნმა თავის მეგობრებს თითო მილიონი დოლარი დაურიგა

პარასკევი, 15 დეკემბერი, 2017 - 13:26

ამერიკელმა მსახიობმა ჯორჯ კლუნმა თავის მეგობრებს თითო მილიონი დოლარი დაურიგა. ამის შესახებ კლუნის მეგობარმა ბიზნესმენმა რენდ გერბერმა გამოცემა Inquirer-ს განუცხადა.

გერბერის თქმით, ამით მსახიობმა მეგობრების მიმართ მადლიერება გამოხატა.

როგორც გერბერი ამბობს,   2013 წელს კლუნმა სადილზე  14 მეგობარი მიიწვია. სტუმრებისთვის მაგიდაზე განთავსებულ პორტფელებში,  თითოეულში,  მილიონი დოლარი იდო.

"ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ აქ, ჯერ კიდევ ერთად ვართ, ამისთვის მადლიერება მინდა გამოვხატო", - განაცხადა მაშინ მსახიობმა და "ბიჭებს" მიმართა, რომ მას მათი მეგობრობა ძალიან დაეხმარა.

რენდ გერბერმა საჩუქარზე უარის თქმა დააპირა, თუმცა კლუნმა უთხრა, რომ თუ ერთ-ერთი უარს იტყოდა ფულის აღებაზე,  მაშინ არავინ მიიღებდა მას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58