ნუ გადადგმათ დაუფიქრებლად ნაბიჯს. ნუ ენდობით ეიფელის წინ გადაღებულ სელფებს - სულა სულაშვილი ემიგრანტებს მიმართავს

ოთხშაბათი, 13 დეკემბერი, 2017 - 13:40

AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი სულა სულაშვილი ქართველ ემიგრანტებს საფრანგეთიდან მიმართავს.

"ქართული ემიგრაციის ასეთი დიდი ნაკადი ბოლო 10 წლის მანძილზე საფრანგეთს არ ახსოვს. გაუსაძლისი მდგომარეობაა თითქმის ყველა ქალაქში. ადამიანებს არ აქვთ ღამის გასათევებელი ადგილი. მათ-შორის არიან მძიმე ავადმყოფები. არასრულწლოვანი ბავშვები და უნარშეზღუდული ადამიანები. დახმარების ცენტრი "115" ვერ უზრუნველყოფს დროებითი თავშესაფრის მიცემას, ამიტომ დიდ ნაწილს უხდება აეროპორტში, ან რკინიგზის სადგურში ცხოვრება. სამწუხაროდ ამ ადამიანთა უმრავლესობა მსხვერპლია არასწორი ინფორმაციის, რადგან მათ ეუბნებიან, რომ საფრანგეთი, ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით უფრო მარტივად იღებს ლტოლვილებს. სინამდვილეში კი ისინი გაუსაძლისი რეალობის წინაშე დგებიან. მოგმართავთ თხოვნით: ნუ გადადგმათ დაუფიქრებლად ნაბიჯს. ნუ ენდობით ეიფელის წინ გადაღებულ სელფებს და სხვა ამგვარ ცდუნებას. სიყვარულის ქალაქში, სიყვარულს ვერ იპოვნით თუ იქ თქვენი ოჯახის წევრები ან ახლო გულშემატკივრები არ გელოდებიან", - აცხადებს სულაშვილი..

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59