მიხეილ სააკაშვილი თავს ომში აყვანილ სამხედრო ტყვედ მიიჩნევს

ორშაბათი, 11 დეკემბერი, 2017 - 14:44

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი  და, პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერი  მიხეილ სააკაშვილი თავს დაკავებულად არ მიიჩნევს და ამბობს, რომ ის სამხედრო ტყვეა.

აღნიშნულის შესახებ სააკაშვილმა  კიევში, პეჩერსკის რაიონული სასამართლოს დარბაზში განაცხადა, სადაც მის საქმეს განიხილავენ, - იუწყება GORDON-ი.

"მე არ ვფიქრობ, რომ დაკავებული ვარ, მე ომში აყვანილი სამხედრო ტყვე ვარ რეალურად, იმიტომ, რომ ისინი ებრძვიან უკრაინელ ხალხს", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ასეთ ომს  რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აწარმოებს, რომლის დაქვემდებარებაში  უკრაინელი ოლიგარქები არიან, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58