მიხეილ სააკაშვილი პეჩერსკის რაიონულ სასამართლოში გადაიყვანეს

ორშაბათი, 11 დეკემბერი, 2017 - 12:13

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი პეჩერსკის რაიონულ სასამართლოში გადაიყვანეს. ამის შესახებ სააკაშვილის ადვოკატმა პაველ ბოგომაზოვმა განაცხადა.

სასამართლო დღეს მიხეილ სააკაშვილის აღკვეთი ღონისძიების შესახებ იმსჯელებს. არ არის გამორიცხული, უკრაინაში მოღვაწე ქართველი პოლიტოკოსისთვის პროკურატურამ შინა პატიმრობა და ელექტრონული სამაჯურის ტარება მოითხოვოს.

სააკაშვილმა დროებითი მოთავსების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო.

 სააკაშვილი კიევში 8 დეკემბრის საღამოს დააკავეს და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. მას ბრალად   რუსეთისგან 500 000 დოლარის აღებას უყენებენ, რაც  უკრაინის ხელისუფლებების დამხობის მიზნით და  საპროტესტო აქციების დასაფინანსებლად უნდა გამოეყენებინა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59