უკრაინის პრეზიდენტი იულია ტიმოშენკო, პრემიერ-მინისტრი მიხეილ სააკაშვილი - დასავლეთმა უკრაინის მომავალი გადაწყვიტა

, 10 დეკემბერი, 2017 - 14:17

დასავლელი პოლიტიკოსები საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის სამხარეო ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრემიერ-მინისტრად მოიაზრებენ. აღნიშნულის შესახებ Apostrophe-ს   ევროპის დიპლომატიური წრიდან განუცხადეს.

როგორც გამოცემასთან წყარო აღნიშნავს, ევროპა გაოცებულია სააკაშვილის დაპატიმრებით, რადგან არავინ ელოდა,  რომ ხელისუფლება ამ ნაბიჯს გადადგამდა.

წყაროს ცნობითვე, ბრიუსელში დიპლომატიურ წრეებში პეტრო პოროშენკოს შემცვლელს განიხილავენ, "ევროკავშირში პოროშენკოსი  აღარავის სჯერა", - განაცხადა წყარომ.

ევროკავშირში უკრაინის პრეზიდენტის შემცვლელად  იულია ტიმოშენკოს მოიაზრებენ, ხოლო სააკაშვილი დასავლეთში სერიოზულად განიხილება, როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრი.   

"მას მიიჩნევენ იმ ადამიანად, ვისაც შეუძლია მტკიცე პოლიტიკური სისტემის  შექმნა და კორუფციასთან ბრძოლა", - განაცხადა წყარომ.

მისივე თქმით, დასავლეთში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კვლავ განიხილება გამოცდილ რეფორმატორად და იმედოვნებენ, რომ ის უკრაინულ პოლიტიკაში  თავის ადგილს იპოვის.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.02
  • 3.36
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57