ხატია დეკანოიძე "არშემდგარ ქვეყანაზე", რომელიც მიშამ ჭაობიდან ამოიყვანა

პარასკევი, 08 დეკემბერი, 2017 - 14:35

საქართველოს პოლიციის აკადემიის ყოფილი ხელმძღვანელი, უკრაინის პოლიციის ყოფილი უფროსი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე სასაცილოს და აბსურდს უწოდებს, როდესაც მიხეილ სააკაშვილს, რომელიც პუტინის პირველი მტერია,  ბრალად  რუსეთის ფედერაციის  აგენტობას აბრალებენ.

"ხელისუფლების ეს ქმედებები ტრაგიკულია დიდი ქვეყნისთვის და იმ ხალხისთვისაც, ვინც თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის იბრძვის. პოლიტიკური სამართლიანობა დიდხანს არ გრძელდება. სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს", - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

მისივე თქმით,  უკრაინის წარმატება ყველა ჩვენგანის წარმატებაა,  პუტინი ჩვენი მტერია და მტკივნეულია,  როდესაც გულით გინდა გააკეთო ქვეყნისთვის რაღაც, თავს გესხმიან, როცა არ გეთანხმებიან, არღვევენ ადამიანის უფლებებს, არ უსმენენ პარტნიორებს და ყველაფერს აკეთებენ არა ხალხისთვის, არამედ საკუთარი თავისთვის.

რაც შეეხება საქართველოს, დეკანოიძის თქმით,  მათ  მიშას თაობას უწოდებდნენ, რომლებსაც სძულდათ პუტინი, სძულდათ კორუფცია. "ჩვენ ვამაყობთ, რომ ვიყავით და ვრჩები მის მხარდამჭერებად".

დეკანოიძის განცხადებით, ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს ახალ მთავრობაში მუშაობა რომ დაიწყო,  23 წლის იყო, მიშა პრეზიდენტი 36 წლის გახდა და მათი გუნდი ახალგაზრდებისგან შედგებოდა.

"ჩვენ ყველანი ახალგაზრდა ვიყავით და ლამაზი ქვეყნის აშენება გვინდოდა, ქვეყანას, რომელსაც "არშემდგარს" უწოდებდნენ, მიშამ შეძლო და ჭაობიდან ამოიყვანა. საქართველო გახდა აყვავებული ქვეყანა. ჩვენი პოლიცია, იუსტიციის სახლი, მომსახურების სერვისი, კრიმინალებთან ბრძოლა, სახელმწიფო სექტორი კორუფციის გარეშე, ეკონომიკა, ტურიზმი და კერძო სექტორი -  ეს ყველაფერი იქ გაკეთდა, სადაც მე დავიბადე და სადაც ის პრეზიდენტი იყო", - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58