ამერიკელმა მკვლევარებმა ტეხასის უნივერსიტეტიდან დედამიწიდან 111 სინათლის წლის დაშორებით, ეგზოპლანეტა K2-18b-ზე სიცოცხლისთვის საჭირო პირობები აღმოაჩინეს. ობიექტი ლომის თანავარსკვლავედში, წითელ ჯუჯა ვარსკვლავ K2-18-ს სისტემაში მდებარეობს.
ექსპერტთა აზრით, პლანეტა მდებარეობს სიცოცხლისათვის პოტენციურად ვარგის დედაპლანეტასთან ახლოს, რაც იდეალურ პირობებს ქმნის წყლის შენარჩუნებისთვის - ნებისმიერი ფორმით, ზედაპირზე კი თხევადი ფორმით.
ობიექტი 2015 წელს აღმოაჩინეს, თუმცა მაშინ მის შესახებ მკვლევარებმა არაფერი იცოდნენ.
ჩილეში, რადიოტელესკოპ Harps-სა და Radial Velocity Planet Searcher მოწყობილობის დახმარებით ექსპერტებმა ეგზოპლანეტის რელიეფისა და სხვა მახასიათებლების დადგენა შეძლეს. ცნობილი გახდა, რომ K2-18b-ს შეიძლება ჰქონდეს დედამიწის მსგავსი კლდოვანი რელიეფი და ატმოსფერო.
დაკვირვების პროცესში სპეციალისტებმა K2-18b--ის სიახლოვეს მსგავსი მახასიეთებლების კიდევ ერთი პლანეტა აღმოაჩინეს. მისი მასა უფრო დიდია, ვიდრე დედამიწის. მისი გამოკვლევა მალე დაიწყება, ნასა 2019 წელს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გაშვებას გეგმავს.