მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებმა გაათავისუფლეს

სამშაბათი, 05 დეკემბერი, 2017 - 16:08

მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებმა გაათავისუფლეს. მხარდამჭერებმა უკრაინის უშიშროების სამსახურის მიკროაბტობუსის უკანა კარი  გატეხეს და მანქანიდან გადმოიყვანეს.

გათავისუფლებულმა  სააკაშვილმა მხარდამჭერებს მიმართა, მაიდანზე წასულიყვნენ, სადაც  პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს "ბანდისგან"  "უკრაინის გათავისუფლების პროცესი უნდა დაიწყოს".

"არმია ჩვენს მხარესაა", - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, ის მშვიდობიანი პროტესტის მომხრეა.

 ამჟამად, პოლიტიკოსი,  მხარდამჭერებთან ერთად,  რადას შენობასთან აქციაზე იმყოფება. რადასთან ათასობით ადამიანია შეკრებილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59