მინდა იმედი ვიქონიო, რომ უკრაინის ხელისუფლება არ გავა სამართლებრივი სივრციდან და ოპონენტების პოლიტიკური ნიშნით დევნას არ დაიწყებს - თამარ კეკენაძე

სამშაბათი, 05 დეკემბერი, 2017 - 13:06

,,მინდა იმედი ვიქონიო, რომ უკრაინის ხელისუფლება არ გავა სამართლებრივი სივრციდან და ოპონენტების პოლიტიკური ნიშნით დევნას არ დაიწყებს“, - ასეთია პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივნის - თამარ კეკენაძის შეფასება მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით.

თამარ კეკენაძის განმარტებით მიხეილ სააკაშვილი დღეს არის უკრაინელი ოპოზიონერი და მოქმედებს უკრაინის პოლიტიკურ და სამართლებრივ სივრცეში. ბოლო პერიოდში მის მიმართ განხორციელებული ქმედებები ტოვებს პოლიტიკურად მოტივირებულის განცდას. "სამწუხაროდ, როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში სასამართლო და პროკურატურა სრულად პოლიტიზირებულია“.

,,უკრაინის, როგორც ჩვენი მეგობარი ქვეყნის გულშემატკივარმა, მინდა იმედი ვიქონიო, რომ უკრაინის ხელისუფლება არ გავა სამართლებრივი სივრციდან და ოპონენტების პოლიტიკური ნიშნით დევნას არ დაიწყებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ძალიან ცუდად აისახება უკრაინის დემოკრატიულ განვითარებაზე და მის ევროატლანტიკურ მომავალზე“, - აცხადებს თამარ კეკენაძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58