რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი მიხეილ სააკაშვილს უკრაინისთვის თავის ტკივილს უწოდებს, რომელსაც მტერსაც კი არ უსურვებს

სამშაბათი, 05 დეკემბერი, 2017 - 14:39

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა, სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციას თავის ტკივილი უწოდა, რომელსაც მტერსაც კი არ უსურვებს.

განცხადება დიმიტრი პესკოვმა დღეს, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით გააკეთა.

"რა თქმა უნდა, ეს უკრაინის თავის ტკივილია, ალბათ ეს ისაა, რასაც მტერსაც არ ვუსურვებ, ასე ვიტყვი. რა თქმა უნდა, ჩვენ უკრაინელი ხალხი მტრად არ მიგვაჩნია,"- განაცხადა პესკოვმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის რეგიონის ყოფილი გუბერნატორი და "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი დღეს დილით, კიევში,  საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58