"სამეფო კარის თამაშების" ფინალმა ჯეისონ მომოა შოკში ჩააგდო

, 03 დეკემბერი, 2017 - 23:03

ყველაზე რეიტინგული ამერიკული სერიალის "სამეფო კარის თამაშების" დროგოს როლის შემსრულებელი ჯეისონ მომოა შოკში ჩავარდა, როდესაც ფილმის ფინალის შესახებ შეიტყო.

როგორც გამოცემა Ew-სთან  მსახიობმა განაცხადა, ის იმყოფებოდა ბელფასტში, გადასაღებ მოედანზე, სადაც სერიალის ბოლო სეზონის გადაღებები მიმდინარეობს და ფინალური ეპიზოდით აღფრთოვანებული დარჩა. 

"ეს იქნება უდიდესი რამ, რაც კი ტელევიზიებით უჩვენებიათ", - აცხადებს მსახიობი.

ჯერჯერობით ცნობილი არაა, როდის დამთავრდება "სამეფო კარის თამაშების" ბოლო ეპიზოდების გადაღება, თუმცა ფინალური სეზონის ჩვენება 2019 წლისთვის იგეგმება.

ჯეისონ მომოას ახლა  ფილმში "Aquaman"-ში იღებენ, სადაც მთავარ როლს თამაშობს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.68
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.49
  • 1.58