აქ დარჩენა, სადაც ვართ, ევოლუციური ჩიხია - ნიკა რურუა ტენდენციებს ასახელებს, რომლებიც ქვეყანაში 2012 წლიდან წახალისდა

შაბათი, 02 დეკემბერი, 2017 - 17:35

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ნიკოლოზ რურუა სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობას ეხმიანება და იმ  ტენდენციებს ასახელებს, რომელიც ქვეყანაში 2012 წლიდან წახალისდა.

"უალტერნატივო, გადაუდებლად აუცილებელია სკოლების სისტემის სრულიად ფუნდამენტური რეფორმა: ფორმაშიც, შინაარსშიც, მეთოდოლოგიაშიც, პედაგოგიურ პერსონალშიც. ეს უაზრო ტრაგედიები სხვაგვარად არ გაჩერდება, არ მორჩება. ერთ დღეში საქართველოს 2 ახალგაზრდა, ვინ უწყის რა მომავლისა და პოტენციის მქონე, წაგვართვა (გარდა კონკრეტული დამნაშავისა) რეგვნულმა, ბნელმა, უგულო და უაზრო ანტი-სისტემამ სასკოლო განათლებისა, და ზოგადად - ანტიცივილიზაციურმა ტენდენციებმა, რომელიც წახალისდა ქვეყანაში 2012 წლიდან. თუმცა, პრობლემა მარტო მანდ არაა - საზოგადოებაშიცაა, რომელშიც "არავის არაფერი არ დაუნახია" ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ, რომელიც ათასგვარ შეშლილ ბოდვას ჟინიანი სიხარულით იჯერებს ხოლმე და საჭირო რეფორმებს კი ბნედიანივით გაურბის. ეს - ანუ აქ დარჩენა, სადაც ვართ - ევოლუციური ჩიხია, მეგობრებო", - აცხადებს ნიკა რურუა..

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59