ხორავას ქუჩაზე დაჭრილი სკოლის მეორე მოსწავლეც გარდაიცვალა

შაბათი, 02 დეკემბერი, 2017 - 15:50

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ურთიერთდაპირისპირების შედეგად, 51-ე სკოლის მეორე მოსწავლე, რომელიც მძიმე დაზიანებებით კლინიკაში იყო გადაყვანილი, გარდაიცვალა.

 მძიმედ დაჭრილ არასრულწლოვანს რამდენიმე სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

შემთხვევა გუშინ, ხორავას  ქუჩაზე,  გაკვეთილების შემდეგ მოხდა. მოხდა. თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ურთიერთშელაპარაკებისას, ერთმანეთი ცივი იარაღით დაჭრეს. მომხდარი ჩხუბის შედეგად, ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58