საქართველოს შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი დორის ლოიტჰარდი ეწვევა

შაბათი, 02 დეკემბერი, 2017 - 17:28

შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 3-4 დეკემბერს შედგება. დორის ლოიტჰარდის მიღების ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში 4 დეკემბერს გაიმართება.

საქართველოს და შვეიცარიის პრეზიდენტები გამართავენ შეხვედრებს, როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატებში დელეგაციების თანხლებით, რის შემდეგაც ქართველი და უცხოური მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ.

შვეიცარიის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერმინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59