პიოტრ ალექსეევიჩ, გილოცავთ, როგორც იქნა, დიდი თევზი დაიჭირეთ - მიხეილ სააკაშვილის ბიძას უკრაინაში არ უშვებენ

პარასკევი, 01 დეკემბერი, 2017 - 19:48

პიოტრ ალექსეევიჩ, გილოცავთ, როგორც იქნა, დიდი თევზი დაიჭირეთ, - ასე ეხმაურება  სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინაში "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მისი ბიძის თემურ ალასანიას უკრაინაში არ შეშვებას.

"ოჯახის ხელყოფა - ჩვენი ღირსების ხელყოფაა", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. მისივე განცხადებით, მისი ბიძა ბორისპოლის აეროპორტში გააჩერეს და უკრაინაში არ უშვებენ.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, თემურ ალასანია უკრაინის ტერიტორიაზე ერთი ღამით უნდა გაჩერებულიყო, მას დაჯავშნული ჰქონდა სასტუმროს ნომერი და ჰქონდა ბილეთი, რომლითაც მომდევნო რეისით  ნიუ-იორკში უნდა გაფრენილიყო. 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59