სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი ჩხუბის შედეგად, ერთი გარდაიცვალა, მეორე მძიმე მდგომარეობაშია

პარასკევი, 01 დეკემბერი, 2017 - 16:43

თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ურთიერთშელაპარაკებისას, ერთმანეთი ცივი იარაღით დაჭრეს. მომხდარი ჩხუბის შედეგად, ერთი არასრულწლოვანი გარდაიცვალა, მეორე მძიმე მდგომარეობაშია.

ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მძიმედ დაჭრილ მეორე არასრულწლოვანს სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს, მისი მდგომარეობა კრიტიკულია. 

შემთხვევა ხორავას  ქუჩაზე, გაკვეთილების შემდეგ მოხდა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.71
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.47
  • 1.6