მარსზე პირველი დასახლება 2117 წელს გაჩნდება, რომელიც 600 000 ადამიანის კომფორტულ ცხოვრებაზე იქნება გათვლილი

შაბათი, 19 მაისი, 2018 - 14:43

მარსზე პირველი ქალაქი და  დედამიწელების დასახლება  2117 წელს გაჩნდება. ქალაქის პროექტი არაბეთის გაერთიანებული საემიროების მეცნიერების დაპროექტებულია და მისი  გრაფიკული პრეზენტაცია უკვე გაიმართა, - იუწყება Daily Mail-ი.

პირველი დიდი დასახლება  მოიცავს უნივერსიტეტებს, ლაბორატორიებს, არქიტექტურული სტილის ნაგებობებს და გათვლილია  600 ათასი ადამიანის  კომფორტული ცხოვრებისთვის.

ამბიციური პროექტის განხორციელება მომდევნო 100 წლის განმავლობაშია დაგეგმილია.  

გაერთიანებული არაბეთის საემიროების მთავრობამ მიზნად დაისახა თავისი წვლილის შეტანა მარსის განვითარებაში და  მშენებლობისთვის საერთაშორისო ჯგუფს ხელმძღვანელობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59