შსს მინისტრი და დედაქალაქის მერი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, კოორდინირებულ მუშაობაზე შეთანხმდნენ

პარასკევი, 01 დეკემბერი, 2017 - 13:29

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დედაქალაქის მერს კახა კალაძეს შეხვდა. მხარეებმა თბილისში არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე, კერძოდ, სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებებზე, სადისტრიბუციო ავტომანქანების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობისა და ქვეითთა გადაადგილების, ასევე, მიწისქვეშა გადასასვლელებში არსებული მდგომარეობის მოწესრიგების და უსაფრთხოების ზომების განხორციელებაზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე, ასევე დაიგეგმა, უწყებებს შორის კოორდინაციის ძირითადი მექანიზმი, რომელიც არსებული პრობლემების აღმოფხვრას უზრუნველყოფს.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, დედაქალაქში პრობლემების ეფექტურად გადასაჭრელად, უწყებებს შორის კოორდინაცია აუცილებელია, რათა მოქალაქეების უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობა უფრო ქმედითი გახდეს.

„კარგად გვესმის, რომ ჩვენი უწყებები ვალდებული არიან, ერთმანეთთან კოორდინაციაში იყვნენ, რადგან იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს, როგორც ქალაქისთვის, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და განსაკუთრებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისთვის არის აქტუალური, შესაბამისი და სათანადო პასუხი გაეცეს. შეხვედრაზე კოორდინაციის ის ძირითადი მექანიზმი დავგეგმეთ, რომელმაც ეფექტურად უნდა იმუშაოს. თანამშრომლებს დავუსახეთ ამოცანები, რომლებიც მათ უახლოეს პერიოდში უნდა გადაწყვიტონ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.68
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.49
  • 1.58