ხორვატიელმა გენერალმა ჰააგის სასამართლოზე საწამლავით თავი მოიკლა

ოთხშაბათი, 29 ნოემბერი, 2017 - 21:14

ხორვატიელი გენერალი სლობოდან პრალიაკი  ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის სხდომაზე, სადაც  2013 წელს შეტანილ განაჩენს განიხილავდნენ,. შხამის დალევის შემდეგ გარდაიცვალა.

 მომხდარის შემდეგ მოსამართლემ დაუყოვნებლივ შეწყვიტა სხდომა და  სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

ხორვატიელმა გენერალმა შხამი მას შემდეგ დალია, რაც  სააპელაციო კომისიამ  განაჩენი არ შეცვალა და მისი სამუდამო პატიმრობა ძალაში დატოვა.

ჰააგის სასამართლო სლობოდან პრალიაკთან ერთად, კიდევ ხუთი სხვა ბოსნიელი ხორვატის  2013 წელს გამოტანილ განაჩენს განიხილავდა. ხორვატ გენერალს ბოსნიელი მუსლიმების  წინააღმდეგ  სამხედრო დანაშაულისთვის უვადო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

 ხორვატიის ტერიტორიაზე სამხედრო კონფლიქტი  1991 წლიდან 1995 წლამდე მიმდინარეობდა,  რაც იუგოსლავიის შემადგენლობიდან გასვლას უკავშირდებოდა. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59