პოროშენკომ სააკაშვილის დაკავების ბრძანება გასცა - მიხეილ სააკაშვილი სამ დღეში დაპატიმრებას ელოდება

ოთხშაბათი, 29 ნოემბერი, 2017 - 19:30

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ოფიციალური კიევი მისთვის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალის წაყენებას გეგმავს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ  გენერალურ პროკურატურასა და  უშიშროების სამსახურს მისი დაკავება დაავალა. მისივე თქმით, ეს  მომდევნო სამი დღის განმავლობაში მოხდება, რათა თავიდან იქნას აცილებული მისი გამოჩენა პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით დაგეგმილ აქციაზე, რომელიც  3 დეკემბერს უნდა გაიმართოს.

"გავიგე, რომ პრეზიდენტმა პოროშენკომ საბოლოოდ გადაკვეთა წითელი ხაზი და ჩემი დაკავების ბრძანება გასცა, უკრაინაში  გადატრიალების მცდელობასა  და ოდესაში გამოგონილ საქმეებზე", - განაცხადა სააკაშვილმა  კიევში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

პოლიტიკოსის თქმით, უკრაინის სპეცსამსახურებმა მისი ხმის  ნიმუშები აიღეს, რათა გაყალბებული ზოგიერთი ჩანაწერი გამოყენებული იქნეს მის წინააღმდეგ სასამართლოში.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო, "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გადადგომის მოთხოვნით აქციებს მართავს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59