შსს-ს თბილისში ე.წ. პირბადეების აქციასთან დაკავშირებით გამოძიება არ დაუწყია - ფაქტები არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

ოთხშაბათი, 29 ნოემბერი, 2017 - 18:47

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდინარე წლის 29 ნოემბერს ქალაქ თბილისში განხორციელებულ ე.წ. პირბადეების აქციასთან დაკავშირებით გამოძიება არ დაუწყია.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა სამი მოქალაქის წერილი, რომ დედაქალაქის სხვადასხვა უბანში საზოგადო მოღვაწეთა და კულტურულ ძეგლებს დაუდგენელმა პირებმა პირბადეები გაუკეთეს. აღნიშნული წერილების საფუძველზე, ფაქტი ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა შეისწავლა. დადგინდა, რომ განცხადებაში მითითებული ფაქტები არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. შესაბამისად, ზემოხსენებულ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა, რის შესახებაც ეცნობა განცხადების ავტორებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58