ვიდეო: ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის სხდომაზე ხორვატმა გენერალმა შხამი დალია

ოთხშაბათი, 29 ნოემბერი, 2017 - 17:18

ხორვატიელმა გენერალმა სლობოდან პრალიაკმა იუგოსლავიასთან დაკავშირებით ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის სხდომაზე სააპელაციო კომისიის განაჩენის გამოცხადების შემდეგ შხამი დალია. 

მომხდარის შემდეგ მოსამართლემ დაუყოვნებლივ შეწყვიტა სხდომა და  სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. 

გენერლის ადვოკატი ადასტურებს, რომ ჭიქაში შხამი იყო, თუმცა მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.  

ხორვატიელ გენერალს  ბოსნიაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულობების გამო  სამუდამო პატიმრობა შეეფარდა.

 ხორვატიის ტერიტორიაზე სამხედრო კონფლიქტი  1991 წლიდან 1995 წლამდე მიმდინარეობდა,  რაც იუგოსლავიის შემადგენლობიდან გასვლას უკავშირდებოდა. 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59