ოთარ დანელია PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე წარადგინეს

ოთხშაბათი, 29 ნოემბერი, 2017 - 13:22

 შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ოთარ დანელია PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე წარადგინეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე მიიღეს. კენჭისყრა 29-30 ნოემბერს PABSEC-ის ყოველწლიურ, რიგით 50-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართება. მონაწილეობას ალბანეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, საქართველოს, საბერძნეთის, მოლდოვის, რუმინეთის, სერბეთის, თურქეთისა და უკრაინის საპარლამენტო დელეგაციების წარმომადგენლები მიიღებენ.

უკრაინაში, ქ. კიევში მიმდინარე პლენარული სესიის ფარგლებში PABSEC-ის საკომიტეტო მოსმენები, ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომები გაიმართა.

დელეგაციის ხელმძღვანელის, ოთარ დანელიას განცხადებით, მუდმივმოქმედი კომიტეტის განხილვის ძირითად თემას ასამბლეის 25-ე წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებები წარმოადგენდა. როგორც მან აღნიშნა, დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარეების სამიტი და ბიზნეს ფორუმი.

მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომას უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე ანდრეი პარუბი ხელმძღვანელობდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58