ყოველთვიური დახმარება ბავშვებს, დეკრეტული შვებულების გაზრდა და სუბსიდიები - პუტინმა დემოგრაფიაზე ზრუნვა დაიწყო

სამშაბათი, 28 ნოემბერი, 2017 - 22:34

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით,  2018 წლის იანვრიდან, 1.5 წლის ასაკამდე ბავშვებს სახელმწიფო ყოველთვიურად დაეხმარება. პუტინის თქმით, თანხის ოდენობა განისაზღვრება კონკრეტულ რეგიონში  განსაზღვრული ბავშვის საარსებო დონის მიხედვით.

ყოველთვიური თანხა,  საშუალოდ, 10 523 რუბლი  იქნება.

" გათვალისწინებული იქნება ოჯახის შემოსავალი, ვფიქრობ, ეს  სამართლიანი იქნება - პირველ რიგში დახმარება მათ უნდათ,  ვისაც ნამდვილად სჭირდება", - განაცხადა პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, დედებისთვის იგეგმება დეკრეტულ შვებულებაში ცვლილებების შეტანა და მისი გახანგრძლივება, ასევე   ოჯახები, სადაც 2018 წლიდან  მეორე ან მესამე შვილი გაჩნდება, სპეციალური იპოთეკური სესხების პროგრამით ისარგებლებენ, ასეთი ოჯახები სახელმწიფოსგან სუბსიდიებს მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58