ავღანეთში დაშავებული ქართველი სამხედროები მოინახულეს

სამშაბათი, 28 ნოემბერი, 2017 - 12:03

 ავღანეთში, 22 ნოემბერს ბაგრამის საავიაციო ბაზასთან მოხმდარი თავდასხმის შედეგად დაშავებული ქართველი მშვიდობისმყოფელები III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის მეთაურმა ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა ადუაშვილმა, ტაქტიკური დაჯგუფება „ჯერონიმოს“ მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ქრისტოფერ დემურემ და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ენტენოლ ნილმა მოინახულეს.

მათ III ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს - მაიორ პაპუნა ხორავას, კაპრალ ომარ ბერიძესა და კაპრალ ნუგზარ ოსანაძეს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს, გამოჯანმრთელება უსურვეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს, ხოლო კაპრალ ნუგზარ ოსანაძეს შვილის დაბადება მიულოცეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58