სეისმოლოგები უახლოეს მომავალში ახალ ზელანდიაში დამანგრეველ მიწისძვრასა და ცუნამს ვარაუდობენ

ორშაბათი, 27 ნოემბერი, 2017 - 22:03

ახალ ზელანდია, შესაძლოა,  დამანგრეველი მიწისძვრისა და ცუნამის საფრთხის  წინაშე აღმოჩნდეს. სეისმოლოგები აღნიშნავენ, რომ ქვეყნის მოსახლეობას საკუთარი სახლების დატოვება მხოლოდ შვიდი წუთის განმავლობაში შეეძლება, - წერს  Daily Mail. 

გამოცემის ინფორმაციით, გეოლოგები და სეისმოლოგები მიიჩნევენ, რომ უახლოეს მომავალში, შესაძლოა,  ახალ ზელანდიაში  9 ბალზე მეტი სიმძლავრის მიწისძვრა მოხდეს.

 ექსპერტების აზრით, სულ ცოტა ხნის წინ მომხდარი  რიხტერის შკალით 4.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მხოლოდ სეისმური აქტივობის პროვოცირება იყო. მათემატიკური გათვლებით კი, მიწისძვრის ეპიცენტრი ხმელეთზე არ იქნება, დამანგრეველი მიწისძვრა კი  უზარმაზარ ცუნამს წარმოქმნის,  რომელიც სანაპირომდე შვიდ წუთში მიაღწევს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.09
  • 3.52
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59