აშშ-ის ელჩმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე დადებითად შეაფასა სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურის წარდგენა

ორშაბათი, 27 ნოემბერი, 2017 - 17:55

მოხარული ვარ, რომ გაიმართა მრავალი კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებასთან და მხარდაჭერა მოიპოვა სამოქალაქო საზოგადოების მიერ დასახელებულმა ერთ-ერთმა კანდიდატმა. ჩვენ დადებითად ვაფასებთ განვითარებულ მოვლენებს და ველით ახალი სახალხო დამცველის არჩევას, - ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ სახალხო დამცველის კანდიდატის დასახელებას.

 აღნიშნული განცხადება იან კელიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„გვსურს, საქართველო წარმატებული იყოს როგორც სრულად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული დემოკრატიული ქვეყანა და სახალხო დამცველის პოზიცია ამ მხრივ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. იმისთვის, რომ სახალხო დამცველი ეფექტური იყოს, ის უნდა იყოს სრულად დამოუკიდებელი მთავრობისგან. ძალიან მოხარული ვარ, რომ გაიმართა მრავალი კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებასთან და როგორც ჩანს, მხარდაჭერა მოიპოვა სამოქალაქო საზოგადოების მიერ დასახელებულმა ერთ-ერთმა კანდიდატმა. ჩვენ დადებითად ვაფასებთ განვითარებულ მოვლენებს და ველით ახალი სახალხო დამცველის არჩევას“, - განაცხადა იან კელიმ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58