ახალზელანდიელმა პროგრამისტმა მსოფლიოში პირველი ბოტი - ქალი პოლიტიკოსი შექმნა

, 26 ნოემბერი, 2017 - 17:25

ახალზელანდიელმა პროგრამისტმა ნიკ გერიტსენმა მსოფლიოში პირველი ბოტი შექმნა, რომელიც ქალი პოლიტიკოსია, -  ამის შესახებ  CNN-ი იტყობინება.

ბოტი სახელად სემი ამომრჩევლებს Facebook-ის მესენჯერით  ესაუბრება, პასუხობს მათ შეკითხვებს სხვადასხვა  საკითხებზე და არჩევნებზე პრობლემების შესახებ .

"ჩემი მეხსიერება უსასრულოა, ამიტომ არასდროს მავიწყდება და იგნორირებას არ ვუკეთებ იმას, რასაც მეუბნებით და მეკითხებით,  განსხვავებით სხვა პოლიტიკოსებისაგან, მე  თითოეულ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვღებულობ", - გიპასუხებთ სემი, თუ  საკუთარი თავის შესახებ კითხვას დაუსვამთ.

ბოტის შემქმნელები ფიქრობენ, რომ სემი აუცილებლად  მიიღებს მონაწილეობას 2020 წლის არჩევნებში.

რობოტი ქალი პოლიტიკოსის შექმნისას გამოიყენეს  ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია, რაც საშუალებას იძლევა, ბოტმა დაიმახსოვროს და გააანალიზოს თანამოსაუბრეების  კითხვები და პასუხები.

ბოტის შექმნამდე,  მედიის ცნობით, ჩინურმა რობოტმა "XiaI" წარმატებით გაიარა ტესტირება სამედიცინო პრაქტიკაში ლიცენზიის მოსაპოვებლად. . თებერვალში NSS-ის ინფორმაციით, მოსკოვში, საგამოფენო ცენტრის პავილიონში რობოტი იყო წარმოდგენილი, რომელსაც ბლინების ცხობა შეუძლია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59