უმარ იდიგოვს, რომელსაც გამთენიისას 4 საათზე დაურეკეს და სპეცოპერაციის ადგილზე მისვლა სთხოვეს, ალყაშემორტყმულებთან მოლაპარაკების უფლება არ მისცეს

, 26 ნოემბერი, 2017 - 15:55

კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის საქართველოს წარმომადგენელი უმარ იდიგოვი აცხადებს, რომ თბილისში 21-22 ნოემბერს სპეცოპერაციის დროს სახლში ალყაშემორტყმულებს  შორის არ შეიძლება აჰმედ ჩატაევი ყოფილიყო.

 " ჩატაევს არ აქვს ერთი ფეხი, არ აქვს ერთი ხელი. ასე რომ, ის რომ არ ეცნოთ, შეუძლებელი იქნებოდა, თუკი ის იმ სახლში ორი თვე ჩნდებოდა, სადაც 22 ნოემბერს სპეცოპერაცია ჩატარდა", - აცხადებს უმარ იდიგოვი  "Kavkaz.Realii-თან".

გამოცემასთან იდიგოვი აცხადებს, რომ 22 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გამთენიისას 4 საათზე დაურეკა და  სპეცოპერაციის ადგილზე მისვლა სთხოვა, თუმცა მისივე განცხადებით, ადგილზე მისულს  ალყაში მოქცეულებთან დალაპარაკების ნება არ მისცეს.

"მე არ მომცეს ნება ალყაში მოქცეულებთან შესვლისა და დალაპარაკებისა. თუ ისინი ჩეჩნები იყვნენ, მე შემეძლო მათი დარწმუნება,  ისინი იარაღს დაყრიდნენ და არ დაღვრიდნენ არც თავის და არც სხვის სისხლს, მაგრამ ამის უფლება არ მომეცა", - აცხადებს გამოცემასთან იდიგოვი.

ოპერაციის დასრულებისთანავე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა და უკრაინაში მებრძოლმა   დავით მაყიშვილმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ლიკვიდირებულთა შორის აჰმედ ჩატაევია. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.68
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.49
  • 1.58