მეუფე შიოს შემთხვევაშიც... კრიტიკულად განწყობილი მხარეები ასისინდებიან - პეტრე კოლხი

შაბათი, 25 ნოემბერი, 2017 - 12:33

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი პეტრე კოლხი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის გადაწყვეტილებას მოსაყდრის დანიშვნის შესახებ, პროგრესულ და გონივრულ ნაბიჯად აფასებს, თუმცა ფიქრობს, რომ ბევრისთვის ეს მიუღებელი აღმოჩნდება.

პეტრე კოლხი მეუფე შიოს გამძლეობას, სიმტკიცეს, ადამიანური ტკივილების გაზიარებას და  გონიერ გულისცემას უსურვებს.

"უწმინდესის მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი, პროგრესული და გონივრულია. მაშინაც კი, როცა საზოგადოებაში ურთიერთგამომრიცხავი აზრები მუსირებს. ბევრს ალოგიკურად ეჩვენება სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სიტუაციაში პატრიარქის არაერთი განცხადება, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ, ყველა თამხმდება, რომ ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო... ვფიქრობ, ასეა მეუფე შიოს შემთხვევაშიც... კრიტიკულად განწყობილი მხარეები ასისინდებიან, ადვილია განსჯაც, მაგრამ საინტერესო, არა კლანებად დაყოფილი დაჯგუფებების სახარბიელო მდგომარეობაა, არამედ ქვეყნის და ეკლესიის ინტერესები...

თანამედროვე პერიოდში, ყველაზე წამგებიანი მოსაყდრე, რომელიც ისედაც შერყეული ეკლესიის ავტორიტეტს უარესად გაანადგურებს, არის ორი უკიდურესობა-ზედმეტი ფანატიზმი, ან პირიქით, ურწმუნოებამდე დასული ლიბარალიზმი... ახალგაზრდა მღდელმთავარი წონასწორობას ჯანსაღად ინარჩუნებს და მჯერა მისი მომავალი საქმიანობა, საეკლესიო იერარქიასთან ერთად, მოსახლეობის მორწმუნე ნაწილისთვის, ისე ნიჰილისტებისთვისაც პოზიტიური იქნება... ეკლესია არ არის მხოლოდ შემოსილების სამოქმედო ველი. ის ნებისმიერი ადამიანის უფლება და მდგომარეობაა...

მეუფე შიოს გამძლეობას, სიმტკიცეს, ადამიანური ტკივილების გაზიარებას, გონიერ გულისცემას ვუსურვებ... მას ამ ყველაფრის რესურსი გააჩნია. რესურსის გამოყენებას კი ცალკე ნიჭი უნდა და ვიმედოვნებ, რომ ამ ნიჭითაც იქნება დაჯილდოებული. თუმცა, მოსაყდრეობიდან პატრიარქობამდე ძალიან შორი გზაა... იმედია, ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება...", - აცხადებს პეტრე კოლხი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58