სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა თავის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო დაასახელა

ხუთშაბათი, 23 ნოემბერი, 2017 - 12:23

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ თავის მოსაყდრედ  მიტროპოლიტი შიო დაასახელა. პატრიარქმა ბრძანება ქაშუეთის ეკლესიაში გიორგობისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვის დაწყებამდე წაიკითხა.

„მინდა, წაგიკითხოთ ბრძანება, რომელიც დღეს დაიწერა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დადგენილია მიტროპოლიტი მაღალყოვლად უსამღვდელოესობა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)“, - ბრძანა პატრიარქმა.

 პატრიარქის მოსაყდრე  მოვალეობის შესრულებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან თუ კათოლიკოს-პატრიარქი  თავისი მოვალეობების შესრულებას ვერ შეძლებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუდგება. ასევე, მოსაყდრე ეკლესიას უხელმძღვანელებს ახალი პატრიარქის არჩევამდე.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე უფლებამოსილია, მოიწვიოს როგორც საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება,  მანამდე კი  წმინდა სინოდის სხდომა, რომელზეც დასახელდება  კანდიდატები და მოხდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა.

მიტროპოლიტი შიო, ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი, 1969 წლის 1-ელ თებერვალს თბილისში დაიბადა. თბილისის 53-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ (პარალელურად სწავლობდა სამუსიკო სასწავლებელში), 1988 წლიდან, ელიზბარ მუჯირმა სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1991 წელს ელიზბარ მუჯირი მორჩილად დაემკვიდრა შიომღვიმის მონასტერში. 1993 წელს, 5 თებერვალს, მორჩილი ელიზბარი აღკვეცეს ბერად და უწოდეს სახელად შიო. იგი დადგენილ იქნა მონასტრის ტრაპეზრად, შემდეგ – ეკონომოსად. 1995 წელს ბერი შიო დიაკვნად აკურთხეს, 1996 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II ბერ-დიაკონი შიო მღვდლად აკურთხა. რას ნიშნავს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის დასახელება მსგავსი: რას ნიშნავს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის დასახელება 1997 წელს მღვდელმონაზონი შიო დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად. 1998 წელს მან დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე გააგრძელა. 1998 წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად. 1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია. იმავე წლის 20 სექტემბრიდან ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. 2001 წლის ოქტომბრიდან იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია, პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმინდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.

2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა (ურბნისი) იღუმენი შიო გამოარჩია ახლადშექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუის ეპარქიის წინამძღოლად.

2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი შიო დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. 2009 წლის ეპისკოპოსი შიო აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში.

 2010 წლის 2 აგვისტოდან მიტროპოლიტია. 2010 წლის 21 დეკემბერს შევიდა ქართული ეკლესიის წმინდანების კანონიზაციის კომისიაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59