ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს

ოთხშაბათი, 22 ნოემბერი, 2017 - 01:07

პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, - განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური  ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ ავრცელებს.

სუსის ინფორმაციით,  ამ დროისთვის ისინი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იმყოფებიან. სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია.

არსებული ინფორმაციით, საუბარია ორ პირზე, რომლებიც ტერორიზმში არიან ეჭვმიტანილები. სავარაუდოდ, ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59