ჯონ კენედი საბჭოთა კავშირზე თავდასხმას გეგმავდა - Daily Caller სენსაციურ მასალებს აქვეყნებს

ორშაბათი, 20 ნოემბერი, 2017 - 16:42

ამერიკული გამოცემა Daily Caller სენსაციურ მასალებს აქვეყნებს, რომელიც აშშ-ის 35-ე პრეზიდენტს ჯონ კენედის უკავშირდება.

გამოცემის ინფორმაციით, ჯონ კენედი უსაფრთხოებისა და სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელების მხარდაჭერით სსრკ-ზე თავდასხმას გეგმავდა.  მისი მხარდამჭერები კი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაკჯორჯ ბანდი, ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი ჯონ მაკკოუნი და  ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე ლაიმან ლემნიცერი იყვნენ.

გამჟღავნებული დოკუმენტების მიხედვით,  საბჭოთა კავშირში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების მიზეზი  ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე ან მოკავშირეების ბაზებზე თავდასხმა გახდებოდა, რაშიც მთავარ როლს საბჭოთა MiG-17, MiG-19, ასევე IL-14 ითამაშებდა, რომელთა  შეძენა  მესამე ქვეყნების მეშვეობით დაიგეგმა.

მასალების მიხედვით, იდეის რეალიზაციაზე თავდაპირველად აშშ-ს გენერალური პროკურორი და ჯონ კენედის ძმა რობერტ კენედი მუშაობდა. მოგვიანებით იდეა პრეზიდენტს ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ჯონ მაკკოუნმა გააცნო. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58