20 ნოემბრის 20:00 საათამდე, დედაქალაქის ცალკეულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა იკრძალება

, 19 ნოემბერი, 2017 - 12:36

 შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საავტომობილო მოძრაობა იკრძალება 19 ნოემბრიდან 20 ნოემბრის 20:00 საათამდე, დედაქალაქის ცალკეულ ქუჩებზე.

ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება: შოთა რუსთაველის გამზირის და ანტონ ფურცელაძის ქუჩების კვეთაზე, ასევე, ანტონ ფურცელაძის და ლადო გუდიაშვილის ქუჩების კვეთაზე და ლადო გუდიაშვილის და არჩილ ჯორჯაძის ქუჩების კვეთაზე. სატრანსპორტო მოძრაობა ღონისძიების დასრულებისთანავე აღდგება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58