დღეს საბავშვო ევროვიზიის გახსნის ცერემონია - წითელი ხალიჩა გაიმართება

ორშაბათი, 20 ნოემბერი, 2017 - 12:38

საბავშვო ევროვიზიის გახსნის ცერემონია - წითელი ხალიჩა 20 ნოემბერს, 18:30 საათზე, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება.

გახსნის ღონისძიებაში საბავშვო ევროვიზიის 16 ქვეყნის დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას. გაიმართება კენჭისყრა ფესტივალის მონაწილეების სცენაზე გამოსვლის რიგითობის გამოსავლენად.

გახნის ცერემონიაზე საბავშვო ევროვიზიაზე სხვადასხვა წელს საქართველოს წარმომადგენლები და გამარჯვებულები იმღერებენ, ასევე სუხიშვილების ახალი თაობა კონცერტს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58