ალასკის მოსახლეობა ბირთვული თავდასხმის შესახებ გააფრთხილეს

ხუთშაბათი, 16 ნოემბერი, 2017 - 18:10

ალასკის მოსახლეობა საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელმა  ჯერემი ზიდეკმა ბირთვული თავდასხმის  შესახებ გააფრთხილა, - იუწყება Daily Mail.

ზიდეკი მოსახლეობას მოუწოდებს, ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის მზად იყვნენ და  შეიძინონ რადიაციის საწინააღმდეგო პრეპარატები, ასევე იზრუნონ საკვებისა და წყლის მარაგზე.

"ჩვენ ვურჩევთ ადამიანებს, იგივე გააკეთონ, რასაც ნებისმიერი სხვა კატასტროფის დროს გააკეთებენ", - განაცხადა ჯერემი ზიდეკმა და აღნიშნა, რომ ბირთვული დარტყმის დროს ევაკუაციისთვის დრო არ იქნება.  ასე რომ,  საუკეთესო რჩევა იქნება, თავშესაფრებსა და უსაფრთხო ადგილებში თავის შეფარება და  თავდასხმის დასრულების დალოდება, - ამბობს ზიდეკი. 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58