ფილიპინების პრეზიდენტმა აღიარა, რომ ახალგაზრდობაში მამაკაცი ჰყავს მოკლული

შაბათი, 11 ნოემბერი, 2017 - 13:48

ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ  აღიარა, რომ ახალგაზრდობაში  მამაკაცი ჰყავს მოკლული. ამის შესახებ  ვიეტნამის ქალაქ დანანგში,  ASEAN და APEC ქვეყნების სამიტზე მყოფმა პრეზიდენტმა განაცხადა.

"როდესაც მე ვიყავი 16 წლის, მე მოვკალი მამაკაცი", - თქვა როდრიგო დუტერტემ.  მისი თქმით, მან მამაკაცს დანა ყელში იმიტომ ჩაარტყა, რომ "ცუდად" უყურებდა.

მოგვიანებით, ფილიპინების პრეზიდენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს მხოლოდ ხუმრობა იყო.

მანამდე, პრეზიდენტმა დუტერტემ განაცხადა, რომ როდესაც მან დავაოს მერი იყო, თავად უსწორდებოდა კრიმინალებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.4
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57