კატალონიის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი კარლეს პუჩდემონი ბელგიაში პოლიციას ჩაბარდა

, 05 ნოემბერი, 2017 - 14:42

კატალონიის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი კარლეს პუჩდემონი ბელგიაში პოლიციას ჩაბარდა, - განცხადებას ბელგიის ფედერალური პროკურატურის წარმომადგენელი ავრცელებს.

ბელგიის პროკურატურა პოლიტიკოსის ექსტრადიციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას ორშაბათს გეგმავს.

ესპანეთის სასამართლომ პარასკევს კარლეს პუჩდემონის დაკავების  ორდერი გამოსცა, რაც ავტომატურად მოქმედებს ევროკავშირის ყველა ქვეყანაში. 

ესპანეთის ეროვნული სასამართლოს კოლეგიამ პარასკევს კატალონიის მთავრობის იმ  რვა წევრის დაკავების გადაწყვეტილება მიიღო, რომლებიც დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ თანამდებობებიდან იყვნენ გადაყენებულები, მათ შორისაა რეგიონის ვიცეპრეზიდენტი ურიოლ ჟუნკერასი. 

დაკავებულ მაღალჩინოსნებს ბრალი ამბოხში, დივერსიულ საქმიანობასა და სახელმწიფო თანხების გაფლანგვაში ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს  30 წლამდე პატიმრობას ემუქრებათ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.66
  • 3.04
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.57