მიხეილ სააკაშვილმა ATR- თან განაცხადა, რითი ირჩენს თავს

შაბათი, 04 ნოემბერი, 2017 - 21:50

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი  და "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ის ლექციების წაკითხვით ირჩენს თავს.

ამის შესახებ სააკაშვილმა  სატელევიზიო არხის ATR- თან ინტერვიუში განაცხადა.

"მე არ ვცხოვრობ ფუფუნებაში და არასდროს მივისწრაფოდი ამისკენ... მე ძალიან მოკრძალებულად და ნორმალურად ვცხოვრობ ... არ მაქვს არანაირი უკანონო შემოსავალი, არ მაქვს ბიზნესი და არც არასდროს მქონია. არც ჩემს ნათესავებს აქვთ ბიზნესი და არც არასდროს ჰქონიათ, თუმცა ჩემი ოჯახის წევრები კარგ ხელფასს იღებენ. მყავს ბებია, რომელიც მუშაობს, დედა მუშაობს, ჩემი მეუღლე მუშაობს, მე ვმუშაობდი ", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ლექციებისგან მიღებული გასამრჯელო მისი ნათესავების წლიურ შემოსავალს  აღემატება

.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.67
  • 3.03
  • 3.42
  • 0.04
  • 0.5
  • 1.58