ქართველი პარაფრენბურთელები ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრნენ

შაბათი, 04 ნოემბერი, 2017 - 14:34

 ქართველი პარაფენბურთელები ხორვატიაში, ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ. სპორტსმენებს გამგზავრების წინ  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა წარმატება უსურვა.

ევროპის ჩემპიონატი მჯდომარე ფრენბურთში ხორვატიაში, ქალაქ პორეჩში 4-12 ნოემბერს გაიმართება. ევროპის ჩემნპიონატზე 13 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, ქართველი მჯდომარე ფრენბურთელები კი ჯგუფურ ეტაპზე ბოსნიასთან, სერბეთთან და უნგრეთთან ითამაშებენ.

საქართველოს ნაკრები პარაფრენბურთში ევროპის ჩემპიონატზე პირველად მიიღებს მონაწილეობას. მჯდომარე ფრენბურთელთა ეროვნული ნაკრები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავებული ქართველი სამხედროებითაა დაკომპლექტებული. საქართველოს ნაკრებმა პარაფრენბურთში წელს უკვე მიაღწია დიდ წარმატებას, როდესაც კანადაში, ქალაქ ტორონტოში გამართული„ძლიერთა თამაშები 2017“-ის (Invictus Games) გამარჯვებული გახდა.

დიღომში მდებარე პარასპორტის განვითრების ცენტრს ქართველი სპორტსმენების გასაცილებლად ეწვივნენ თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, პარლამენტის სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი შალვა მაისურაძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.7
  • 3.1
  • 3.51
  • 0.04
  • 0.48
  • 1.59